მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პლატფორმის ბეტა ვერსიაში 7000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს” - Arena Games

64746130bd371
გიორგი არონია
30.05.23 09:30
411
ამ დროისთვის, გაშვებულია პლატფორმის ბეტა-ვერსია, რომელშიც 7 ათასზე მეტი რეგისტრირებული გვყავს, - ამის შესახებ ვიდეოთამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია Arena Games-ის საოპერაციო დირექტორმა, მარი გიორგობიანმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ზაფხულს, კომპანია ბეტა-ტესტირების დასრულებას და ბლოკჩეინზე პლატფორმის სრულად ინტეგრირებას გეგმავს, ხოლო გრძელვადიანად, კომპანიას სამომხმარებლო ბაზის 100 ათას მოთამაშემდე გაზრდა სურს.

ამასთან, Arena Games-ის სამომავლო გეგმებს შორის პლატფორმის ფუნქციონალის გაზრდა და რაც შეიძლება მეტი ჟანრისა და სტილის ვიდეოთამაშის დამატება შედის, რითაც კომპანიას მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზება სურს.

შეგახსენებთ, რომ Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის ქართული პროგრამაში, 500 Georgia-ში მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები