"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს კობახიძე დღეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები.
უწყების ცნობით, პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2014 წელს კი არჩეული იყო თელავის მერად.
კახეთის მხარის ყოფილი რწმუნებული გიორგი ალადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე 11 თებერვალს გადავიდა.

























