Pocketbook Hudson - ასე ჰქვია სასტუმროს აშშ-ში, რომელიც ვალერი ჩეხერიას და ლევან ბერულავას კომპანია Salt Projects-ის ერთ-ერთი პირველი პროექტია.
როგორც BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" კომპანიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, 46-ნომრიანი სასტუმრო-სპა კომპლექსი აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ზედა მხარეში, ქალაქ ჰადსონში [Hudson] მდებარეობს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარამდეა.
კომპანიის დამფუძნებლები ჰყვებიან, რომ პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მმართველი პარტნიორებიც არიან.
"ჰარმონიული კონცეფცია, ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია, გამაჯანსაღებელი და გასტრონომიული მიმართულებები - ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას სტუმრებისთვის“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
Pocketbook Hudson-ი soft opening-ის ფაზაშია და ოფიციალურად მომავალ წელს ოფიციალურად გაიხსნება.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი საქართველოსა და საზღვარგარეთ სტუმარმასპინძლობის სფეროში 6 პროექტს მართავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია. აშშ, სინგაპური, იტალია, სომხეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს გარდა, Salt Projects-ი ამჟამად მუშაობს. ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა მზად არიან, Salt Projects-ის პორტფელის გაზრდისთვის, რაც ახალი პროექტების შექმნა-განვითარებას ან არსებული სასტუმროების მართვას ნიშნავს.































