მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pokemon Go-ს შემქმნელმა სტუდია Niantics-მა სათამაშო ბიზნესი $3.5 მილიარდად გაყიდა

პოკ

გარიგებით, რომელიც მობილური თამაშების ინდუსტრიის გარემოს სრულიად გარდაქმნის, Scopley-იმ სტუდია Niantics-ის სათამაშო ბიზნესი $3.5 მილიარდად შეისყიდა. ამით Scopley-იმ თავის პორტფოლიოს ისეთი ცნობილი თამაშები შესძინა, როგორებიცაა Pokémon Go, Pikmin Bloom, Monster Hunter და სხვა.

თავად Scopely-ის სტუდიას კი არანაკლებ ცნობილი მობილური ვიდეო თამაშები ეკუთვნის, მათ შორის Monopoly Go! Star Trek Fleet Command და Marvel Strike Force.

თამაშებთან ერთად Scopley-იმ ასევე შეისყიდა Niantics-ის აპლიკაციები და სერვისები - Campfire და Wayfarer. როგორც Scopley-ში აღნიშნავენ, Niantic-ის თამაშების დევიზიას თვიურად 30 მილიონზე მეტი აქტიური მოთამაშე ჰყავს, 2024 წელს კი კომპანიის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

შეიძლება ითქვას, რომ Niantics-ის მთავარი პროდუქტი, რითაც Scopley მიიზიდა, Pokemon Go-ა - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური თამაში, რომელიც არანაკლებ ცნობილ სატელევიზიო შოუს ეფუძნება. თამაშს ყოველკვირეულად 20 მილიონი ადამიანი თამაშობს, ამასთან, Pokemon Go-მ, Niantics-ის ძალისხმევით, ვირტუალური სივრცე დატოვა და ფიზიკური ღონისძიებების ორგანიზება დაიწყო. Scopley-ში აცხადებენ, რომ ეს ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

ამასთან, მიმართულება, რომელიც Niantic-ს არ გაუყიდია, Niantic Spatial Inc-ს შეუერთდება, რომელიც Niantics-ის მფლობელის, ჯონ ჰენკის მიერ დაფუძნებული ახალი AI კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები