მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ამით მეზობელი ხეირობს - სალომე ზურაბიშვილი

617cf24f156eb
ინგა მურუსიძე
30.10.21 11:19
518
"პოლარიზაცია უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში მონაწილოება მიიღო და ხმა მისცა.

„საჭიროა, რომ თქვენც [ჟურნალისტები] და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის პოლარიზაცია, რაც ვნახეთ წინასაარჩევნო და მანამდე პერიოდში, დასრულდება, თუ არადა ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები