მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Polestar-ი ჩინეთში ოპერაციებს მინიმუმამდე ამცირებს

Polestar

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Polestar-ი, რომელიც ჩინური საავტომობილო კონგლომერატის, Geely-ის ჰოლდინგში შედის, ჩინეთის ბაზარზე ოპერაციებს მინიმუმამდე ამცირებს, რაც მაღაზიების ქსელების დახურვას და ადგილობრივ კომპანიასთან შექმნილი ერთობლივი საწარმოდან გამოსვლას გულისხმობს.

ბიზნესპროცესებს Polestar-ში ჩინეთის ბაზარზე არსებულ დიდ კონკურენციასთან აკავშირებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი გეგმები აქვს.

2025 წლის პირველ კვარტალში, Polestar-ის გაყიდვებმა გლობალურად 76%-ით იმატა, მაგრამ ეს მოკლევადიანი წარმატება შარშანდელი ცუდი წლის დასაბალანსებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. 2024 წელს, Polestar-ის SUV-ებმა, მათ შორის Polestar 3-მა და Polestar 4-მა გაყიდვების ცუდი შედეგი დააფიქსირეს, ხოლო თავად კომპანიამ მოგებაზე გასვლა ორი წლით გადაავადა. თავად კომპანია $2 მილიარდადაა შეფასებული, რაც ერთთვიან ჭრილში 11%-ით, ექვსთვიან ჭრილში კი 32%-ითაა შემცირებული.

ელექტრომობილების კუთხით, ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია, რაც აიხსნება, როგორც ჩინეთის დიდი მოსახლეობით, ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის სუბსიდიების დახმარებით განვითარებულ დასამუხტ ინფრასტრუქტურაზე და დიდ კონკურენციაზე, რომელმაც EV-ების არაერთი იაფიანი, მაგრამ ობიექტურად კარგი ავტომობილი შექმნა. გასულ წელს, Polestar-მა ჩინეთში მხოლოდ 3,120 ელექტრომობილი გაყიდა, როცა მსოფლიოში ჯამში 44,850 ავტომობილი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები