მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციის ქალაქს 125 მილიონ ლარად “ანაგი” აშენებს

6454ead4d0b68
BM.GE
05.05.23 15:50
1114
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში მშენებარე პოლიციის ქალაქის პროექტი წარადგინეს.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, შსს-ს კუთვნილ 152,921 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ახალი უბანი შენდება, რომელშიც ბინებს შსს-ს თანამშრომლები მიიღებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამხმად, პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ანაგი” 125 მილიონ ლარად აშენებს, რომლის მიერ შეთავაზებული ფასიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებაზე 6.4 მილიონი ლარით ნაკლებია.

125 მილიონ ლარად ანაგი 1,100 საცხოვრებელ ბინას ააშენებს, შესაბამისად ერთი საცხოვრებლის მშენებლობა ბიუჯეტს 113,000 ლარი დაუჯდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, “ანაგს” ცენტრალურმა ბიუჯეტმა უკვე 19 მილიონი ლარის ავანსი ჩაურიცხა.

ტერიტორიაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2 წლის ვადაში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები