საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე აიკრძალა, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი პოლიეთილენის პარკები სრულად აიკრძალება. 1 აპრილის რეგულაციების შემდეგ შესაძლოა ბაზარზე პოლიეთილენის მწარმეობელმა კომპანიებმა წარმოება შეაჩერონ. საქმის კურსი დაუკავშირდა კომპანია “გვგ პლასტს”, რომელიც ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებთ ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. რა პრობლემებზე საუბრობენ კომპანიაში და რა მოლოდინები აქვთ 1 აპრილის რეგულაციის ამოქმედების შემდგომ?


































