მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის" - კობახიძე დანიის პრემიერზე თავდასხმას ეხმაურება

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.

“კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ”, - აღნიშნავს პრემიერი.

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს კოპენჰაგენში უცნობი მამაკაცი დაესხა თავს - CNN-ის ცნობით, პრემიერის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები