მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკოსი, რომელმაც ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა - ვინ არის პეტერ მადიარი?

უნგრეთში 12 აპრილს გამართული არჩევნებით ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ქვეყნის აწ უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრი - 45 წლის ყოფილმა თანაპარტიელმა დაამარცხა. პეტერ მადიარის პარტია პარლამენტში 138 მანდატს იღებს. პრესკონფერენციაზე მადიარმა აღნიშნა, რომ იმედს იტოვებს, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დაკავებას 5 მაისიდან შეძლებს. ეს მოვლენა ევროპული პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანეს გარდატეხად ფასდება, რადგან უნგრეთმა ავტორიტარიზმისა და ევროსკეპტიციზმისკენ სვლის ნაცვლად, პროდასავლური კურსი აირჩია. ვინ არის პეტერ მადიარი და რა პოლიტიკური კურსი აქვს მას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები