მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ - ComCom-ი კახა ბექაურის შესაძლო სანქცირებაზე

კახა ბექაური

„კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს“, - ასე უპასუხეს ComCom-ში BMG-ის კითხვას, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა.

საქმე ის არის, რომ "რადიო თავისუფლების" სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას 9 იანვარს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 26 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებაა მოთხოვნილი. აღნიშნულ პირებს შორის მოხსენიებული იყო კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

ცნობისთვის: კახა ბექაური არაა ერთადერთი მარეგულირებელი, რომელიც დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა. 26-კაციან სიაშია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც. BMG-მ შესაბამისი კითხვებით ეროვნულ ბანკსაც მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები