მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ევროპულმა კომპანიებმა საქართველოში ახალი ინვესტიციები დააპაუზეს - EBA

ჯონ ბრეკეველდტ

ევროპული ბიზნეს ასოციაციაში (EBA) აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ევროპული კომპანიების ნაწილმა ახალი ინვესტიციების განხორციელება შეაჩერა.

საქმე ისაა, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.

როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ჯონ ბრეკეველდტმა BMG-სთან განაცხადა, ბიზნესი ახლა მოლოდინის რეჟიმშია და ნაკლებად ფიქრობს გაფართოებაზე.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა. კარგი ამბავი ისაა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ევროპულ კომპანიებს საქართველო ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ და ისინი აგრძელებენ ოპერირებას. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, არაერთმა ევროპულმა კომპანიამ საქართველოში ახალი ინვესტიციები დააპაუზა; ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და არ ფიქრობენ ბიზნეს აქტივობის გაზრდას. რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება არასტაბილურობა, სულ უფრო რთული ხდება ევროპული კომპანიების დარწმუნება, რომ არ დატოვონ საქართველო.

ერთ-ერთი ევროპული ლოგისტიკური კომპანიის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ამჟამად 300 ადამიანია დასაქმებული. იყო შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიას თანამშრომლების რაოდენობა 600-მდე გაეზარდა, თუმცა ეს არ მომხდარა, რადგან არსებულ არასტაბილურ ვითარებაში კომპანია გარკვეულ რისკებს ხედავს“, - განაცხადა ჯონ ბრეკეველდტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები