მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკურმა მოვლენებმა Erasmus+ პროგრამასთან სრული ასოცირება შეაფერხა|ევროკომისიის ანგარიში

erasmus +

საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ Erasmus+ პროგრამასთან სრული ასოცირების შეაფერხა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ Erasmus+-ის პროგრამით საქართველოს ხელისუფლება ვეღარ სარგებლობს.

"საქართველო კვლავ სარგებლობს Erasmus+ პროგრამის 2021–2027 წლების საერთაშორისო განზომილებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით. თუმცა, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ, 2026 წლის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს Erasmus+ პროგრამის არც ერთი მიმართულებით მონაწილეობის უფლება არ აქვთ. აღნიშნულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ასევე შეუძლებელი გახადა Erasmus+ პროგრამასთან სრული ასოცირების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება",- წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, Erasmus+ პროგრამასთან სრული ასოცირება გულისხმობს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მიერ პროგრამის სრულფასოვანი მონაწილეობის სტატუსის მიღებას, რაც მას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პროგრამასთან ასოცირებული სხვა მესამე ქვეყნების მსგავსად, პროგრამის ყველა მიმართულებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს, შესაბამისი წესებისა და პირობების დაცვით. ამჟამად საქართველოს აქვს პროგრამასთან არაასოცირებული მესამე ქვეყნის სტატუსი, რაც პროგრამის მხოლოდ განსაზღვრულ მიმართულებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები