მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

იოსებ სიგუა

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

იოსებ სიგუას, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოს გადაწყვეტილებით სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

ამასთან, "რუსთავი ორის" ინფორმაციით, იოსებ სიგუა აპირებს სამართლებრივ დავას "ცილისწამების წინააღმდეგ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები