მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთი 12-იდან 15 წლამდე მოზარდების აცრას იწყებს

60be36c56dc51
ნათია თაქთაქიშვილი
07.06.21 20:53
862
პოლონეთი კორონავირუსის წინააღმდეგ 12-იდან 15 წლამდე მოზარდების აცრას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით იმუნიზაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით ჩატარდება. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, საწყის ეტაპზე ვაქცინაცია სპეციალურ პუნქტებში წარიმართება, ხოლო სექტემბრიდან ვაქცინის მიღება სკოლის სამედიცინო ცენტრებიდანაც იქნება შესაძლებელი.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინის საკმარისი დოზებია და მოსახლეობის 26%-მა ვაქცინის ორი დოზა უკვე მიიღო, ხოლო 46%-მა მხოლოდ ერთი დოზა.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყანაში 12-იდან 15-წლამდე მოზარდების ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

ცნობისთვის, პოლონეთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა რვა ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2,875,328 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა 74,160 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები