მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები EU-ს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე დამცავი ხაზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ

საზღვარი

პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთთან და ბელარუსთან ბლოკის საზღვარზე დამცავი ხაზი აშენდეს, რომელიც ევროკავშირს მოსკოვის სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე ქმედებებისგან დაიცავს - ამის შესახებ Kyiv Independent წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, ოთხმა ქვეყანამ, რომლებსაც რუსეთთან და ბელარუსთან საერთო საზღვარი აქვთ, ევროკავშირის პრეზიდენტს ოფიციალური წერილი მიმართეს, რომელშიც აღნიშნული პროექტის მასშტაბები და საჭირო ფინანსებია გაწერილი. წერილის თანახმად, ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს დამცავი ხაზისთვის სხვადასხვა პოლიტიკური თუ ფინანსური დახმარების გაწევა მოუწევთ.

“რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საგარეო საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის შექმნა დააკმაყოფილებს მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას, დავიცვათ ევროკავშირი სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან”, - ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლური დაზვერვის სამსახურების ცნობით, ევროპის მასშტაბით გაზრდილია რუსული საბოტაჟის შემთხვევებიც.

წერილში ასევე ნახსენებია, რომ დამცავი ხაზი NATO-სთან კოორდინაციით შეიქმნება. EU-ს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ 700 კმ-იანი საზღვრის გასწვრივ დამცავი ხაზის აშენება, საშუალოდ, 2.5 მლნ ევრო დაჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები