პოლონეთი მილიონობით გამოუყენებელ დოზა COVID-ვაქცინას სხვა ქვეყნებს მიჰყიდის. ვაქცინის მიწოდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაიჩ დვორჩიკის განცხადებით, ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით ინტერესი უკვე გამოხატა უკრაინამ და საქართველომ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს ვაქცინის ჭარბი დოზების გაყიდვა, რადგან პოლონეთმა 100 მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეუკვეთა დაახლოებით 38 მილიონი მოქალაქისათვის“, - განაცხადა მაიჩ დვორჩიკიმ.
გამოცემა წერს, რომ პოლონეთი სავარაუდოდ უმეტესად AstraZeneca-ს ვაქცინებს გამოიტანს გასაყიდად, რომელიც ყველაზე ნაკლები პოპულარულობით სარგებლობდა ქვეყნის მოსახლეობას შორის.
პოლონეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაცია არცთუ სახარბიელო ტემპით მიმდინარეობს და ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობის წახალისების მიზნით სხვადასხვა წამახალისებელი აქცია დააწესა, მათ შორის სრულად აცრილ პირებს აქვთ შანსი მოიგონ 222 ევრო (მილიონი ზლოტი).




























