მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვს

პოლონეთი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ვარშავამ NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების მოთხოვნით მიმართა.

საფუძვლად რუსული სამხედრო დრონების მიერ დღეს, 10 სექტემბერს გამთენიისას პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა სახელდება.

როგორც პოლონეთის ლიდერი აცხადებს, აქამდე ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში ნებისმიერი სახით სამხედრო ჩართვისგან თავს იკავებდა, თუმცა დრონების მიერ საზღვრის დარღვევის შემდეგ NATO-ს წევრ სახელმწიფოს იარაღის გამოყენება მოუწია. ტუსკის თქმით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყნისთვის უსაფრთხოების რისკებს ქმნიან და პოლიტიკურ ვითარებას სრულად ცვლიან, ამიტომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს რუსეთს.

NATO-ს მე-4 მუხლი, რომლის ამოქმედებაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრს სურს, არ ნიშნავს ომის დაწყებას მოწინააღმდეგე მხარესთან, თუმცა გულისხმობს წევრ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონსულტაციების გავლას, რათა მხარეებმა შეაჯერონ პოზიციები და გადაწყვიტონ, არის თუ არა NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები