მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთიდან შემოტანილი 52 ტონა გაყინული ქათმის ხორცი განადგურდა

634fbfbf3e15f
ინგა მურუსიძე
19.10.22 13:13
1102
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები