პოლონეთის სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდა. პოლონეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სამუშაო და სტუდენტური ვიზები ხშირად სხვა მიზნებისთვის გამოიყენება, რის გამოც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავიზო სისტემის გამკაცრების მიზნით, შესაბამისი გაიდლაინები მიიღო. შუამავალ კომპანიებში, სადაც მოქალაქეებს სავიზო განაცხადების შევსებაში ეხმარებიან, ამბობენ, რომ სიტუაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ უფრო გაუარესდა. თუ პოლონეთის მთავრობა ლიბერალურ სავიზო პოლიტიკას არ დაუბრუნდება, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზრდება, რასაც უმუშევრობის მატება მოჰყვება.