საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ევროპის ქვეყნების ამავე პროფილის კომიტეტთა თავმჯდომარეების შეხვედრაზე აღარ მიიწვევენ. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრი, აგნიეშკა პომასკა X-ზე წერს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს შეხვედრა 2025 წლის იანვარში იყო დაგეგმილი.
„გადავწყვიტეთ, უკან გავიხმოთ ეს მოწვევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე.
სიტუაცია ხალხისთვის, ვინც საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის იბრძვის უარესდება. მხარს ვუჭერთ, მათ ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპულ საზოგადოებაში“, - წერია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის პარლამენტის ქვედა და ზემო პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა მიიღეს.