მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთმა, შესაძლოა, რუსეთიდან აგროპროდუქტის იმპორტი აკრძალოს

დონალდ ტუსკი

პოლონეთი რუსეთიდან აგროპროდუქტების იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში, ლატვიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რადგან ლატვიას მსგავსი აკრძალვა უკვე აქვს დაწესებული.

ისევე, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, პოლონეთშიც გასული კვირები ფერმერთა პროტესტებით იყო გამორჩეული. დემონსტრაციები ევროკავშირის მიერ დაწესებული გარემოსდაცვითი რეგულაციების გამო შექმნილი არაკონკურენტული პირობების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, თუმცა ტუსკმა განმარტა, რომ ბაზრის დესტაბილიზაცია რუსეთიდან და ბელორუსიიდან აგროპროდუქტების იმპორტითაა განპირობებული.

“ლატვიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან პროდუქტის იმპორტზე ემბარგო დაეწესებინა. გავაანალიზებთ ლატვიის შემთხვევას და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთმა ანალოგიური ინიციატივა მიიღოს”, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ აღმოსავლეთიდან სურსათისა და ბურღულეულის იმპორტზე უკეთესი რეგულაციები დააწესოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები