მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთში ინფლაცია 16.6%-მდე შემცირდა

63bbe9f073a7d
გიორგი თოლორდავა
09.01.23 14:56
514
პოლონეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 17.5%-დან 16.6%-მდე შემცირდა.

ინფლაციის 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირება ევროპის მასშტაბით ენერგორესურსების გაიაფებითაა განპირობებული, ბარელი ნავთობის ფასი ერთთვიან ჭრილში თითქმის 5%-ითაა შემცირებული; ბუნებრივი აირი კი საშუალოდ 50%-ით გაიაფდა.

პოლონეთის ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციამ პიკურ 18%-იან ნიშნულს სექტემბერში უკვე მიაღწია, შესაბამისად, მომავალში სამომხმარებლო ფასების შემცირებაა პროგნოზირებული.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი უკვე მეთხე თვეა რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 6.75%-იან ნიშნულზე ტოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები