პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სამოქალაქო წვრთნის კამპანია დაიწყო. “wGotowości” (“მზადყოფნაში”) არის სამოქალაქო თავდაცვის პროგრამა, რომელში მონაწილეობაც პოლონეთის ყველა მოქალაქეს შეუძლია, განურჩევლად ასაკისა.
ოფიციალური ვარშავის განცხადებით, მათ გეგმაში 2026 წლისათვის 400,000 ადამიანის სამხედრო გადამზადება შედის.
პროგრამის მიზანი კრიზისულ სიტუაციებში ეროვნული მედეგობისა და საჯარო მზადყოფნის გაზრდაა. წვრთნების მიმდინარეობისას, მოქალაქეები ისწავლიან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და მასთან მოქცევის კულტურას. ასევე გაივლიან პირველადი დახმარების, საბრძოლო ხელოვნების, თვითგადარჩენის ტექნიკისა და კიბერუსაფრთხოების კურსებს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსგავსი პროგრამის ორგანიზების აუცილებლობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.




























