მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Polymarket-ზე მოგების 67% მომხმარებელთა მხოლოდ 0.1%-ზე მოდის

polymarket

The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ საპროგნოზო ბაზრების სტრუქტურაში არსებული მკვეთრი უთანასწორობა გამოავლინა და სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა ე.წ. ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით. მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ Polymarket-ის მომხმარებელთა 0.1%-მა, რაც 2,000-მდე ანგარიშს მოიცავს, ჯამურად ნახევარი მილიარდი დოლარის მოგება ნახა, რაც საერთო მოგების 67%-ია, რაც უკიდურესად მკვეთრი დისბალანსია.

ამავდროულად, პლატფორმის მომხმარებელთა 70% ზარალზეა, ხოლო ტიპური მოთამაშის დანაკარგი 100 დოლარამდე მერყეობს.

პროგნოზების ბაზრებზე არსებული მდგომარეობა ხშირად კაზინოს პრინციპს უთანაბრდება. კვლევამ აჩვენა, რომ Kalshi-ზე ფსონების დადებისას მომხმარებლები საშუალოდ ჩადებული თანხის 11%-ს კარგავენ, რაც ლას-ვეგასის სათამაშო ავტომატების მაჩვენებელზე უარესი შედეგია.

პარალელურად, პროგნოზების ბაზრების მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან წნეხი იზრდება. უისკონსინის შტატმა Kalshi-ს, Polymarket-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მათ არალიცენზირებული აზარტული პლატფორმების მართვაში დასდო ბრალი. ამასთან, აშშ-ის სენატმა წევრებს მსგავს პლატფორმებზე ვაჭრობა აუკრძალა, ხოლო ფედერალურმა პროკურორებმა ერთ სამხედრო მოსამსახურეს ბრალი უკვე წარუდგინეს, რომელიც ნიკოლას მადუროს შესახებ არსებულ საიდუმლო ინფორმაციას Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის იყენებდა.

ამასთან, WSJ-ის გამოძიების ავტორები მიუთითებენ, რომ საპროგნოზო ბაზრებთან მიმართებით არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ზემოხსენებული 0.1%-ის წარმომადგენლები ე.წ. სამთავრობო და კორპორაციული ინსაიდერები იყვნენ, ანუ ადამიანები, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას არალეგალურად იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები