მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პომიდვრის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა მოცულობა შემცირდა - საქართველო პროდუქციას მხოლოდ სამ ქვეყანაში ყიდის

პომიდორი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 1.9 მილიონი დოლარის ღირებულების 1 292 ტონა პომიდორი ექსპორტზე გავიდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 4.5%-ით გაიზარდა, თუმცა ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 3.2%-ით შემცირდა.

სტატისტიკიდან დგინდება, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული პომიდორი მხოლოდ სამ ქვეყანაში გავყიდეთ. მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო, სადაც 1.4 მილიონი დოლარის ღირებულების 888 ტონა პროდუქცია რეალიზდა. მას მოჰყვება რუსეთი - 432 ათასი დოლარის ღირებულების 383 ტონა, ხოლო რუმინეთში ექსპორტირებულია 13 ათასი დოლარის ღირებულების 20 ტონა პომიდორი.

ამავე პერიოდში შემცირდა პომიდვრის იმპორტიც. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 13 მილიონი დოლარის ღირებულების 17 959 ტონა პომიდორი შეიძინა. წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 4.2%-ით, ხოლო მოცულობა 6%-ით არის შემცირებული.

საქართველოსთვის პომიდვრის უმსხვილესი მომწოდებელი კვლავ თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში 6.6 მილიონი დოლარის ღირებულების 9 230 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მას მოსდევს აზერბაიჯანი (2.6 მილიონი დოლარი, 3 751 ტონა), თურქმენეთი (2.1 მილიონი დოლარი, 2 676 ტონა), ირანი (1.4 მილიონი დოლარი, 2 248 ტონა) და რუსეთი (51 ათასი დოლარი, 39 ტონა).

სტატისტიკა აჩვენებს, რომ, მიუხედავად ექსპორტის ღირებულების ზრდისა, საქართველო კვლავ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები