მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პომპეოს ტვიტს გახარია ტვიტითვე პასუხობს

5ff3193857a4b
თელარა გელანტია
04.01.21 17:33
2451
გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აშშ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა.

„საქართველოში ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება“, - წერს გიორგი გახარია.

გახარიამდე ტვიტი თავად პომპეომ გამოაქვეყნა. "გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა. თბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას", - დაწერა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები