გონიოში 5-ვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Pontus Rotana Resort & Spa Gonio შენდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი სასტუმრო იქნება. სასტუმროს პროექტის მართვას საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდი Rotana ახორციელებს, მისი ექსკლუზიური პარტნიორი კი, ქართული დეველოპერული კომპანია "პონტუს დეველოპმენტია". ამჯერზე ისე მოხერხდა, რომ გასულ კვირაში, გონიოში იკრიბებოდნენ როგორც "პონტუსის", ასევე მათი პარტნიორი კომპანია "როტანას" წარმომადგენლები რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, კომპანიების მესვეურების დაკავებულობის გათვალისწინებით. "პონტუს დეველოპმენტის" მესვეურები ირაკლი ვარშალომიძე და ნიკა ბოლქვაძე არიან.
ნიკა ბოლქვაძე - მმართველი დირექტორი, "პონტუსი";
ირაკლი ვარშალომიძე - დამფუძნებელი & მმართველი დირექტორი, "პონტუსი";
ფილიპ ბარნსი - აღმასრულებელი დირექტორი, "როტანა";
ედი ტანუსი - მთავარი საოპერაციო დირექტორი, "როტანა";
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: pontus.ge