Pontus Rotana Resort & Spa Gonio საქართველოში პირველი, ბრენდ როტანას მიერ სრულიად მართული 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროა. მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი. "როტანა" "პონტუსთან" სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სასტუმრო პროექტის განხორციელება ზღვისპირა გონიოში გადაწყვიტა. ღია და დახურული საცურაო აუზები, რამდენიმე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო ოთახები და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ტერასა, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაზინო და კერძო სანაპირო ეს ჩამონათვალი მცირედია იმ სიიდან, რასაც პონტუს როტანა გააერთიანებს დამსვენებლებისთვის მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან.
რადგან ეს პროქტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, უკვე მეორე წელა, კომპანია „პონტუსი“ საქართველოში ინვესტორებისთვის განსხვავებული ფორმატის შეხვედრას აწყობს, რომლის მიზანი ინვესტორებთან დაახლოება, პირადად გაცნობა და მათზე ზრუნვაა. ამასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ქართული კულტურის, სტუმართმოყვარეობის გაზიარება და ქვეყნის უნიკალური შესაძლებლობებისა და პოტენციალის ჩვენება დიდ საგანძურს წარმოადგენს. შარშანდელთან შედარებით წელს, ინვესტორების შეხვედრის ტრადიციულ ღონისძიებას სამჯერ მეტი სტუმარი დაესწრო და კომპანიის წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასამდე ინვესტორს უმასპინძლეს. სასიხარულო ფაქტია, რომ ეს დღეები მშენებლობის დაწყების თარიღსაც ემთხვევა და საზეიმოც უფრო მეტია. შემდეგი წელი უკვე დაგეგმილია, შესაბამისად გაზრდილი ციფრებიც არავისთვის იქნება სიურპრიზი. პონტუსის გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ გრანდიოზულს გრანდიოზული შეემატება და ტრადიცია ისტორიას შთამომავლობით გადაეცემა.


































