მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pornhub-ის მფლობელი MindGeek-ი კანადურმა Ethical Capital Partners-მა შეიძინა

6416f9fc76dd4
გიორგი არონია
19.03.23 20:49
1322

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორნოგრაფიული ვებგვერდის, Pornhub-ის მფლობელი ლუქსემბურგული კომპანია MindGeek-ი კანადურმა კერძო კაპიტალის კომპანიამ, Ethical Capital Partners-მა შეისყიდა, მაგრამ რამდენად, ჯერჯერობით, უცნობია, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ლუქსემბურგში რეგისტრირებული MindGeek-ი, რომელიც პორნოგრაფიულ ინდუსტრიაში ფაქტობრივად ვიდეოსტრიმინგის ინდუსტრიის აღორძინების შემდეგ ოპერირებს, ბოლო წლებში, არაერთ სკანდალში გაეხვა, რის გამოც, კომპანიის მენეჯმენტს თანამდებობის დატოვებაც მოუხდა. ამასთან, 2020 წელს, პლატფორმასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს ონლაინგადახდების ორმა უმსხვილესმა კომპანიამ, Visa-მ და Mastercard-მაც.

როგორც Ethical Capital Partners-ის მმართველმა პარტნიორმა, სოლომონ ფრიდმანმა Financial Times-თან საუბრისას განაცხადა, მიმდინარე სამართლებრივი დავები, ისევე, როგორც კრიტიკა, რომელიც MindGeek-ის მესვეურების მიმართ არსებობდა, კომპანიის მიერ კონტენტის დაცულობის არასწორმა ინტერპრეტაციამ წარმოშვა. მისივე თქმით, ახალი მმართველის პირობებში, კომპანია მეტად გამჭვირვალე იქნება.

ბოლო საჯარო ინფორმაციის თანახმად, რომელიც 2018 წლითაა დათარიღებული, MindGeek-ის შემოსავალმა $460 მილიონი შეადგინა - ამავე დროს, კომპანია თითქმის 50%-იანი მოგების მარჟით ოპერირებდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები