მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pornhub-ის ყოფილ მფლობელს Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენა სურს

LukOil Logo

ავსტრიელმა ბიზნესმენმა, ბერნდ ბერგმეირმა, რომელიც პოპულარული პორნოგრაფიული პლატფორმა Pornhub-ის წილების უდიდეს ნაწილს წლების განმავლობაში ფლობდა, Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენის სურვილი გამოთქვა. ბერგმეირმა უკვე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს, რათა რუსული ენერგოგიგანტის ნავთობისა და ბუნებრივი აირის აქტივებს დაეუფლოს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ავსტრიაში, ვენაში მდებარეობს Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების მაკონტროლებელი კომპანია და მის კონტროლქვეშაა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით არსებული საბადოები, ნავთობ-გადამმუშავებელი ობიექტები და გაზ/ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. 2024 წლის მონაცემებით, Lukoil International GmbH-ის აქტივები $22 მილიარდად იყო შეფასებული.

თუ შტატების სახაზინო დეპარტამენტი ბერგმეირს ნებას დართავს, ის შეუერთდება იმ მსხვილ დაინტერესებულ სუბიექტებს, რომლებსაც ასევე სურთ Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შეძენა. მათ შორის არიან ამერიკული ენერგოგიგანტები Exxon Mobil-ი და Chevron-ი. ცნობისთვის, განაცხადების მიღებას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი დეკემბრის პირველ ნახევარში დაასრულებს და მალევე გამოაცხადებს, თუ ვის ხელში აღმოჩნდება რუსეთის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიის უცხოური აქტივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები