,,ჩვენი ქვეყანა უკვე იმ დონეზეა, ინვესტორების დაინტერესებაც არ უნდა გაჭირდეს, მთავარია სწორი სტრატეგიული პარტნიორი შეირჩეს, რომელიც ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად დააინტერესებს საერთაშორისო კომპანიებს" - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, & WEF-ის ახალგაზრდა გლობალურმა ლიდერმა ქეთი ბოჭორიშვილმა BMGtv-ის გადაცემაში ,,წეტილი" უკვე მრავალჯერ დაანონსებული ანალიის პორტის და თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის მშენებლობა.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პორტი, აეროპორტი, გზა, რკინიგზა და ტერმინალი უკვე საბაზისო და იმდენად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რომ იგულისხმება, ისედც უნდა იყოს. ამაზე კითხვებიც აღარ უნდა ისმებოდეს.
,, მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებულ პროექტებზე საუბარი და არა, სამომავლო გეგმებზე. კომპანიებისთვის პორტის და აეროპორტების ინფრასტრუქტურის შექმნა ინოვაციას არ წარმოადგენს. ინოვაცია, კიდევ უფრო ღრმა რამაა. იგივე ახალი სისტემების და მიდგომების დანერგვაა. მყარი ინფრასტრუქტურა გასაკვირი აღარაა. ეს იმდენად საბაზისოა, რომ ან იქნები გამავალი და გექნება ეს ინფრასტრუქტურა, ან იქნები ჩიხი. დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურ მიდგომებზე დაბარი და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოხიბლავს ბევრ კომპანიას და საქართველოთი დააინტერესებს.
ბევრჯერ გვისაუბრია და ისევ ვიტყვი, მწვანე და განახლებადი ენერგიებია მასტიმულირებელი ფაქტორები. შესაბამისად ის, რომ საქართველოს შეუძლია განახლებადი ენერგიის წარმოება და თითქმის სრულად იყოს უზრუნველყოფილი. ამით უნდა დავაინტერესოთ საერთაშორისო ინვესტორები. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხიბვლელი ფაქტორია, რითაც ბევრ ინვესტორს დავაინტერესებთ. ქვეყნებში ჩავდივართ სადაც ათეულობით პორტი და ტერმინალია და ამაზე არ არის დიდი ამბავი ატეხილი. პორტი, აეროპორტი, გზა, რკინიგზა და ტერმინალი უკვე საბაზისო და იმდენად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რომ იგულისხმება, ისედც უნდა იყოს. ამაზე კითხვებიც აღარ უნდა ისმებოდეს. ჩვენი ქვეყანა უკვე იმ დონეზეა, ინვესტორების დაინტერესებაც არ უნდა გაჭირდეს, მთავარია სწორი სტრატეგიული პარტნიორი შეირჩეს, რომელიც ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად დააინტერესებს საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ საქართველოში ინდუსტრიული ზონა შექმნან", - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.