31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პორტუგალიაში განახლებადი ენერგიის წარმოებამ ქვეყნისათვის საჭირო დონეს 149 საათის განმავლობაში გადააჭარბა - 1 კვირის განმავლობაში პორტუგალიის მასშტაბით ელექტროსადგურებმა 1102 გიგავატი ენერგია გამოიმუშავეს, მაშინ, როცა ამავე პერიოდში ქვეყანა მხოლოდ 840 გიგავატს მოიხმარს. ელექტროენერგიის ინდუსტრიულ თუ საოჯახო მოთხოვნას გამომუშავებულმა მოცულობამ 262 გიგავატით გადააჭარბა, რითაც 2019 წლის რეკორდი ჩაანაცვლა.
ვინაიდან განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებამ ეროვნული ელექტროსისტემის მოთხოვნას მკვეთრად გადააჭარბა, პორტუგალიამ ელექტროენერგია ექსპორტზე ესპანეთში გაიტანა.
პორტუგალია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაში 85%-იანი წილი განახლებად რესურსებზე მოდიოდეს. მათ სამომავლო გეგმებშია ასევე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ყველა ელექტროსადგურის გაუქმება და 2045 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობის მიღწევა.
2023 წლის ოქტომბერში პორტუგალიის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაში, განახლებადი რესურსებიდან გენერაციის წილი 67% იყო, საიდანაც უდიდესი ნაწილი წყლისა და ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა.
9 თვის განმავლობაში კი პორტუგალიის ელექტროენერგიის 56% განახლებადი ენერგიებიდან მოდის, 21% ბუნებრივი აირის გადამუშავებიდან, დარჩენილი 23% კი სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული.