მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„PPA-ის გაუქმებით ენერგეტიკის დარგმა 3-4 წელი დაკარგა“, - სექტორი მექანიზმის აღდგენის მოლოდინშია

625c348e15e32
თელარა გელანტია
17.04.22 22:20
1144
კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა იორდანიშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ანუ PPA მექანიზმის გაუქმებით, „ენერგეტიკის დარგმა 3-4 წელი დაკარგა“.

ამის შესახებ ლაშა იორდანიშვილმა BMG-ის და #თიბისის ერთობლივ მედიაპროექტ #კონცეპტში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მიუხედავად ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევებისა, ლაშა იორდანიშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი, მათ შორის PPA მექანიზმის აღდგენის ნაწილში.

მისივე შეფასებით, გუნდი, რომელიც დღეს ენერგეტიკის სამინისტროში დარგს კურატორობს, მაქსიმალური შემართებით მუშაობს.

„მათ პირველივე დღეს დაიწყეს დარგის ინვესტორებთან მუშაობა და ესეც ძალიან კარგი პრეცედენტი იყო, რომ ყველაფერს გვითანხმებენ დიდ თუ პატარა მოთამაშეს... მაგალითად, ახლა აპირებენ კანონმდებლობაში ცვლილებებს და ისევ ბრუნდება PPA, რომელზეც ჩვენ სულ ვიბრძოდით და ვამბობდით, რომ არ იყო სწორი გაუქმება და ამან ძალიან დიდი დრო დაგვაკარგვინა. დარგმა დაკარგა 3-4 წელი იმიტომ, რომ მოიხსნა PPA... მაშინ <ხელისუფლების> არგუმენტები იყო აბსოლუტურად მიუღებელი, რომ თითქოს სახელმწიფო იღებდა გარკვეულ ფისკალურ რისკს...თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 14 ცენტზე არის ასული, თან ეს იმ ფონზე, როდესაც პანდემიაა და მოხმარება შემცირებულია; არც ის დაგვავიწყდეს, რომ ელექტრომობილებზე არაა გადასული რეგიონის 5%-ც კი; არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით მნიშვნელოვნად ჩამოვუვარდებით განვითარებულ ქვეყნებს.

ელექტროენერგიის იმპორტი აუცილებელია, რომ გქონდეს ალტერნატივა შენი სისტემის უსაფრთხოებსითვის, თუმცა უკვე ისეთ მოხმარებაზე ვსაუბრობთ, რომ ვერცერთი ინფრასტრუქტურა ვერ აიტანს, ვერ გაუძლებს და უბრალოდ, ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების დაბრუნება დაგვჭირდება. ასე რომ, იმ გუნდს რომ ვუყურებ, რომელიც დღესაა წარმოდგენილი, იმედიანად ვარ. წარმატებებს ვუსურვებ მათ და დიდი იმედი მაქვს, დაქოქილი მანქანა, რომელიც ცოტა სხვა ხმაზე დაიქოქა, ლელოს გაგვატანინებს“, - თქვა ლაშა იორდანიშვილმა.

„ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი მთავარ გამოწვევად კვლავ მოსახლეობასთან კომუნიკაციას და ინფორმირების დონის ამაღლებას ასახელებს და გამოწვევებს შორის ასევე სახელმწიფოს “აღმავალ და დაღმავალ პოლიტიკას“.

„სახელმწიფოს ენერგეტიკაზე ყოველთვის ჰქონდა აღმავალი და დაღმავალი პოლიტიკა. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირის წინ პრემიერის საკმაოდ დამაიმედებელი განცხადება იყო, რომ საქართველოში ყველა ჰიდროელექტროსადგური აშენდება“, - დასძინა მან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები