მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერ ლიგა წელს Boxing Day-ის მხოლოდ ერთ მატჩს გამართავს

პრემიერ ლიგის ბოქსინგ დეი

ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონში ე.წ. Boxing Day მხოლოდ ერთი შეხვედრით იქნება წარმოდგენილი და გულშემატკივრები ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საყვარელ ტრადიციას ამჯერად ჩვეული სახით ვერ იხილავენ. როგორც წესი, “საჩუქრების დღე” (Boxing Day) გამორჩეული სწორედ იმითაა, რომ ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას და დიდ საფეხბურთო დღესასწაულს სთავაზობს პრემიერლიგის მაყურებელს.

26 დეკემბერს, როცა Boxing Day ოფიციალურად უნდა დაიწყოს, ამ დღეს მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედისა“ და “ნიუკასლის“ შეხვედრას ვიხილავთ. მე-18 ტურის დარჩენილი შეხვედრები 27-28 დეკემბერს გაიმართება და ყველაფერი ამით დასრულდება.

მიზეზი სატელევიზიო კონტრაქტია, რომლის შეზღუდვების გამო, პრემიერლიგას ლოკალური სამაუწყებლო ხელშეკრულებით ვალდებულებები აქვს, რომელსაც ვერ გადაუხვევს. კონტრაქტი შემდეგს ამბობს: პრემიერლიგის 38 ტურიდან, 33 სათამაშო უქმეები და 5 შუა კვირის ტური უნდა იყოს გაშუქებული, რაც საშუალებას იძლევა ზამთარში არსებული გადატვირთული კალენდარი ყველასათვის სამართლიანად დალაგდეს. წელს, 26 დეკემბერი პარასკევია, პრობლემას სწორედ ეს ქმნის. სატელევიზიო კონტრაქტის დარღვევის გარეშე Boxing Day ამ დღეს მთლიანად ვერ გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები