მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი - ფაბიან ჰურცელერის ისტორია

პრემიერ ლიგის კლუბი ბრაიტონი ერთი შეხედვით დიდ რისკზე წავიდა, როცა ასაკობრივი რეკორდი დაამყარა და მთავარ მწვრთნელად 31 წლის ფაბიან ჰურცელერი დანიშნა, თუმცა ამ რისკის უკან ერთი შედეგი დევს. ფაბიანი არის ადამიანი, რომელმაც ყველანაირი ფინანსური რესურსების გარეშე გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნა მეორე ბუნდესლიგის ბინადარ სანკტ პაულს. ჰურცელერმა მთლიანად გუნდის გასახდელი დაალაგა, რასთან ერთადაც ფეხბურთელებს თავდაჯერება და საკუთარი ძალებში თვითრწმენა ჩაუნერგა. გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ საბოლოოდ უმაღლეს ლიგაში დაწინაურდნენ და ფაბიანი ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის საკულტო სტატუსითაც სარგებლობს. პრემიერ ლიგაში სადებიუტო თვე იდეალური გამოუვიდა 7 თამაშში არცერთი წააგო მეტიც, იუნაიტედი დაამარცხა, ხოლო არსენალს გასვლაზე ფრე ეთამაშა და შედეგად აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს. ჩვენ დიდი ალბათობით მომავალი რომელიმე ტოპ გრანდის მთავარ მწვრთნელს ვადევნებთ თვალს, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები