მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ ლიგის კლუბმა “ნიუკასლ იუნაიტედმა” 2022-23 წლების სეზონში 94 მილიონ დოლარიანი ზარალი განიცადა

ნიუკასლ იუნაიტედი ფინანსები

“ნიუკასლ იუნაიტედის” განცხადებით კლუბმა 2022/23 სეზონში 94 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი განიცადა. როგორც ინგლისურ პრემიერ ლიგაში აცხადებენ კლუბის აქტივობების მიხედვით ეს მდგომარეობა შეესაბამებოდა გუნდის წინა წლის ფინანსურ მაჩვენებელს და მას მიაწერდა ძირითადად სათამაშო გუნდში განხორციელებულ ინვესტიციებს.

მას შემდეგ, რაც არაბებმა 2021 წლის ოქტომბერში ნიუკასლი შეიძინეს მათ დღემდე მოთამაშეების გაფორმებისთვის 400 მილიონ გირვანქაზე მეტი დახარჯეს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული 63 მილიონი გირვანქა სტერლინგი “რეალ სოსიედადიდან” შვედი თავდამსხმელის ალექსანდრ ისაკის ტრანსფერი დაჯდა.

მიუხედავად უარყოფითი ფინანსური ბალანსისა “ნიუკასლმა” უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე 39%-ით გაზარდა შემოსავლები, რითაც დაახლოებით 250 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიიღო, რაშიც გათვალისწინებულია, როგორც სპონსორების ისე სამაუწყებლო შემოსავლები.

აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვით “ნიუკასლმა” 27,5 მილიონიდან 43,9 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაზარდა შემოსავლები, რაც გუნდის წარმატებული შედეგებით უნდა აიხსნას.
შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლმა” შეთანხმებას მიაღწია გერმანულ სპორტული ტანსაცმელების კომპანია “ადიდასთან”, რომელიც გუნდის მაისურებზე 2024/25 წლების სეზონიდან გამოისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები