მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო

63c7858bc9b76
BM.GE
18.01.23 09:36
399
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო.

მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის. მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან და საერთო ინტერესების სფეროში ჩვენს პარტნიორებთან ახალი ინიციატივების წამოწყებას“, - აღნიშნავს პრემიერი.