მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერ-მინისტრი თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს შეხვდა

628cae2f732e8
BM.GE
24.05.22 14:03
520
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს ებრუ ოზდემირს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომპანია Limak Group საქმიანობას სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ავიაციის, კვების სფეროს და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს და თურქეთის ეკონომიკის ზრდასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები