მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვება

611a65b2ee762
BM.GE
16.08.21 17:15
1143
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

კონკრეტულად, რა ნაწილში ჩაერთვებიან სამხედრო ძალები, ჯერ ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები