მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის მთავარი გზავნილები;

სუბიექტურ ინტერესებზე, გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, დონორებისთვის სასარგებლო ეფექტზე, დიპლომატებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებისთვის შეთავაზებაზე, კეთილმიზნებზე და შეცდომაში შეყვანილ აქციის მონაწილეებზე პრემიერმა საღამოს 5 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ვრცელი პრესკონფერენციისას ჯერ შესავალი სიტყვის დროს ისაუბრა იმ აქცენტებზე რისი გაზიარებაც თავად სურდა და თქვა რომ "გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც", არგუმენტები კანონის რუსულთან ანალოგიაზე მოითხოვა. უხვად იყო ბრალდებები ოპოზიციის მისამართით და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებითაც. - რა თქვა ირაკლი კობახიძემ და რატომ ვერ ახერხებს ის თავად დასავლელი პარტნიორების დარწმუნებას კანონის მნიშვნელობაში.