მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პარალელურად პარლამენტში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

62b2ba5447210
სალომე მეცხვარიშვილი
22.06.22 10:42
611
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, საუბარია საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“22 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები