მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი - დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა

60096d0016e1f
ინგა მურუსიძე
21.01.21 15:56
595
დღეს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. უფრო დეტალურად, კი საქართველოს სარჩელი კონვენციის 8 მუხლის დარღვევას ეხებოდა, საიდანაც სასამართლომ 6 მუხლის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს საერთო გამარჯვებაა!“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!“ - აცხადებს გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები