მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი აცხადებს, რომ მისი განცხადება არასწორად იყო აღქმული და ვაქცინები ნებაყოფლობითია

61168679797a3
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 18:59
1247
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლაგოდეხში ვაქცინაციის შესაძლო სავალდებულოობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენისას პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ნათქვამი, იმასთან დაკავშირებით რომ აშშ-ში შესაძლოა კოვიდის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს, არასწორად იყო აღქმული და აცხადებს: „ვაქციანცია არის ნებაყოფლობითი, ეს ადამიანის არჩევანია. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. არჩევანი კი შემდეგია შესაძლოა ნებისმიერ ადამიანში ინფექცია გართულდეს და ამის გამო არაერთი ჩვენი მოქალქე კოვიდ ინფექციით გარდაიცვალა და ამის დაზღვევის მიზნით საჭიროა აცრების ჩატარება“.

თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ღარიბაშვილმა ლაგოდეხში განაცხადა:

"ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას, ანუ ზოგადად გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინამ. რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს.

ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ვუყურებთ ამ რეალობას, რომ გარდაცვალება მოგვემატება. თავის დაზღვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. საჭირო რაოდენობის ვაქცინები გვაქვს და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები რომ ავიცრათ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები