მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი განმარტავს, რა კრიტერიუმით ირჩევა ქვეყნები, რომლებთანაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ვდებთ

კობახიძე
28.06.24 18:14
309

პრემიერმა განმარტა, რა კრიტერიუმით ირჩევა ქვეყნები, რომლებთანაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას დებს მთავრობა.

"სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას, დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის განმარტებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

„რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყანასთან სტრატეგიული. რეალურად, სადაც ჩვენთვის აქვს სტრატეგიული პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, იქ ვცდილობთ, რომ დავდოთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები.

აქედან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები