მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ცერემონიას დაესწრება

6291fb6651a42
BM.GE
28.05.22 14:32
1205
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის დელეგაციასთან ერთად 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. განცხადების თანახმად, ღარიბაშვილი იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ცერემონიას დაესწრება.

"ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მიერ საქართველოსთვის მიწის გადაცემის შესახებ განცხადება 19 იანვარს გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები