მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: მე რატომ უნდა დავთვალო "სუფთა სახლის" ფინანსური ზიანი

5ece7f1168614
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 19:15
1903
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რატომ მიიღო მთავრობამ "სუფთა სახლის" დროებით დახურვის გადაწყვეტილება.

კითხვაზე, დათვლილი აქვს თუ არა, რა ზიანი მიადგა ამ გადაწყვეტილებით კომპანიას, პრემიერმა განაცხადა: "მე რატომ უნდა დავთვალო "სუფთა სახლის" ზიანი. მას დამფუძნებლები, დირექტორი და ფინანსური დირექტორი ჰყავს და იმან დათვალოს და თუ უნდა მიჩივლოს კიდევ".

გიორგი გახარიას მტკიცებით, "სუფთა სახლის" დახურვა კომპანიის ხელმძღვანელობისთვის გასაგები იყო. პრემიერმა დეპუტატებს დახურვის მიზეზი საკუთარი მშობლების მაგალითზე განუმარტა.

"როდესაც შიდა გავრცელება წავიდა, 50 ქეისი იყო, ჩვენ რომ თავიდანვე შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემის და მენეჯმენტის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ჩვენ ვერ წავიდოდით, ამიტომ წავედით ასეთი მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ტრანსპორტი, სკოლა და კიდევ ბევრი რაღაცა (დახურული)... მივედით "სუფთა სახლზე", ყველაზე მძიმე მომენტში იყო "სუფთა სახლის" დახურვა და რატომ? - მაგალითად, ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან პურის საყიდლად, ან კვერცხის, ან რძის პროდუქტის, ასეთი არჩევანი აქვთ: ერთი - სასურსათო მაღაზია, მეორე, მესამე, მეოთხე, მათ შორის "სუფთა სახლი", რომლის ნომენკლატურა ადამიანს მარტივად შეუძლია იყიდოს ყველა იმ დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში. იმის გამო, რომ სხვაობაა ფასში, მართლა კარგად მომუშავე კომპანიაა, იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად დისკონტირებულ ფასზე, ორი კვირით ამის გაჩერებამ მე მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი, რომლისთვისაც 10-5 თეთრის ეკონომია ამ მაღაზიებთან ერთად "სუფთა სახლშიც" შესაძლებლობას აძლევდა, რომელსაც ამასთან ერთად უნდა ემუშავებინა მთელი სასაწყობე მეურნეობა, მთელი თავისი ქსელი, მთელი თავისი სატრანსპორტო სისტემა, მიუხედავად იმისა რომ ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემ მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში, მაგრამ "სუფთა სახლში" იმ გვერდზე მაღაზიაში რა ნომენკლატურაც იყო, ვერ შეიძენდნენ, ამიტომ დავხურეთ "სუფთა სახლი" 2 კვირით. მობილობის დაგდების მიზნით. მეტი არაფრის გამო და მერწმუნეთ, ის ადამიანები, ვინც უნდა ღელავდეს ამ ერთი კომპანიის ფინანსურ ბედზე, მათ ეს ყველაფერი გაიგეს", - განმარტა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები