მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: სახელმწიფო ყოველთვის მზადაა რისკები ბიზნესთან ერთად გაინაწილოს

5fe34aad3c9db
ინგა მურუსიძე
23.12.20 21:20
605
საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე (PPP) დაფუძნებული პროექტები პრიორიტეტულია, რადგან ეს პროექტები ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და ბიზნესი რისკებს თანაბრად ინაწილებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზად არის, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კანონმდებლობა შეიქმნა, რისკები ბიზნესთან ერთად გაინაწილოს.

„ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ფარგლებში და ახალი სქემით პირველი მცირე ჰეს-იც დაფინანსდა. ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, PPP-პროექტები ასე მარტივად განხორციელდება, რადგან ეს მოითხოვს საკმაოდ სერიოზული რისკების აღებას კერძო სექტორის მხრიდანაც და არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი კრიზისის პირობებში, მსგავს მსხვილ, ასობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტებში კერძო სექტორი ასე თამამად შემოვა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები