მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერის გამონათქვამები გადაჭარბებულია... ტურიზმში ყველა ცუდ მდგომარეობაშია“ - ია თაბაგარი

60f58b0e698ec
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.21 19:54
770
„ტურისტების სიმრავლე შეინიშნება ქუჩებში და თქვენ ხედავთ, რომ გადავსებულია სასტუმროები. ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივნისს სამხედრო ქალაქის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამის საპირისპიროდ კი BM.GE-ის ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარმა უთხრა: „მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო კურორტებზე ხალხი არის და სასტუმროები სავსეა, ტუროპერატორები ვერ მუშაობენ“ და განმარტა, რომ დღეს საქართველოში ჩამოსული ტურისტები დასვენებაზე არიან ორიენტირებულნი.

„მოგზაურები ვერ ვიტყოდი, რომ ბევრნი არიან. ტუროპერატორების უმრავლესობა არა თუ ვერ უახლოვდება 2019 წლის მაჩვენებელს, არამედ მის მეოთხედსაც ვერ ასრულებენ“, - ამბობს თაბაგარი.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებებს ეკონომიკის ზრდის შესახებ გადაჭარბებულს უწოდებს და გარკვეულ გამოსავალ გზებსაც აყალიბებს.

„მგონია, რომ პრემიერის გამონათქვამები გადაჭარბებულია, რადგან ეკონომიკა არ ყვავის და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, მასპინძლობა იქნება, სასტუმროები, გიდები თუ სატრანსპორტო საშუალებები, ყველა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი დაბალი ფასებია. ამასთან სასტუმროების ნაწილი ჯერ კიდევ კარანტინის ზონებად მუშაობს. 1.5 წლის განმავლობაში ხალხი შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი და ამას აღდგენა სჭირდება, ამიტომ ყველა იძულებულია დაბალ სეგმენტზე იმუშაოს.

ვფიქრობ, უნდა დაისახოს გარკვეული სამოქმედო გეგმები კონკრეტული ტურისტული ბაზრებისთვის, რაღაცეები შეიძლება დაგვიანებულია, თუმცა რაღაც შეიძლება მოვასწროთ. ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება ყველა ქვეყანას სწორად უნდა მიეწოდოს, რათა სექტემბერ-ოქტომბრისთვის მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ზამთრის სეზონისთვის მომზადება დროულად მოხდეს. რეგულაციების გამკაცრებას რაც შეეხება არ მაქვს გართულება, ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მივეჩვიოთ კოვიდთან ერთად ცხოვრებას“, - განმარტა ტუროპერატორთა ასოიაციის თავჯდომარე ია თაბაგრამა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა მზარდია, ხოლო ავიაციის აღდგენის ტენდენცია უკიდურესად კარგი, სწრაფი და ჯანსაღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები