მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის გზავნილები

უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველაფრის მიუხედავად კობახიძე ფიქრობს, რომ დიპლომატები და პოლიტიკოსები განცხადებებს არგუმენტების გარეშე, ცალმხრივად აკეთებენ.

პრემიერი ირწმუნება, რომ მიზანი გამჭვირვალეობაა და ის ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მეტიც, კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. რუსული კანონი დონორებსაც დააზღვევს. „არასამთავრობოებს აქვთ ცდუნება, მიღებული თანხები არამიზნობრივად გამოიყენოს და კანონის მიღების შემდეგ სწორედ ამისგან იქნებიან დაზღვეული დონორები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;